გია ცაგარეიშვილი - თითქმის ერთი თვეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ბიძინა ივანიშვილით იწყება და მთავრდება - მეგობრებო, ასე გააგრძელეთ! ბიძინა ივანიშვილს პიარი გაუწიეთ და შედეგებსაც მოიმკით, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

30 დეკემბრიდან 22 იანვრამდე, თითქმის ერთი თვეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ბიძინა ივანიშვილით იწყება და მთავრდება - მეგობრებო, ასე გააგრძელეთ! ბიძინა ივანიშვილს პიარი გაუწიეთ და შედეგებსაც მოიმკით, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, - აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.

ცაგარეიშვილის თქმით, ივანიშვილი ოპოზიციის დამარცხების ფორმულაა, რასაც ყველა 2012 წლიდან კარგად ხედავს.

„ეს ადამიანები ცხრა არჩევნებში დამარცხდნენ. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფეხის ხმას აყოლილი წვრილფეხობა ბიძინა ივანიშვილის დაარსებულმა „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიაში დაბრუნდა და არა სხვაგან.

რაც შეეხება ოპოზიციის გადაჯგუფებას, ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ სააკაშვილთან საპატიმროში მივიდა და პარტიის შექმნის თაობაზე მისგან შესაბამისი ნებართვა მიიღო. სადაც არ უნდა წავიდნენ, როგორც არ უნდა გადაგორდნენ, გადმოგორდნენ, შეგორდნენ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ შეურყეველი წევრები არიან, რომლებიც პირჯვარს ცრუ ღმერთზე იწერენ. ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის“ ჩრდილქვეშ იქნებიან ამ არჩევნებზეც და მათგან არანაირი სიახლე არ იქნება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს