პეტრე ცისკარიშვილი - „ქართუ ბანკი“, ისევე როგორც „ქართუს“ ეს ვითომ საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის მიერ პრაქტიკულად შექმნილია ინსტრუმენტად იმისათვის, რომ თავი აარიდოს გადასახადებს და „შავი ფული“ „გაათეთროს“

„ქართუ ბანკი“, ისევე როგორც „ქართუ-ს“ ეს ვითომ საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის მიერ პრაქტიკულად შექმნილია ინსტრუმენტად იმისათვის, რომ თავი აარიდოს გადასახადებს და შავი ფული გაათეთროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართუს" განცხადებას, რომლის თანახმად, სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება, სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.

ციკარიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მილიარდებს შოულობს ქვეყანაში „საქართველოს ეკონომიკის და ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე“.

„ეს არის სამწუხარო მოცემულობა, თორემ რამეს რომ აკეთებდეს, რეალურად ქველმოქმედებაში რომ იდებოდეს და არა ინდივიდუალური „ქოცების“ მიმართ კეთილგანწყობილი პირების მოსყიდვაში, მაშინ ამას ჩვენ ხომ დავინახავდით, ხალხი ხომ თავის თავზე იგრძნობდა, თუნდაც ეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც ოთხი წლის წინ დააანონსა, რომ გადაიქცეოდა თბილისის ცენტრალურ პარკად და დღემდე ტალახის გორებია, ამასაც ხომ „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდი გვპირდებოდა და რამდენი ასეთი პროექტი არის კიდევ. სადაც მილიარდობით ფულის გაკეთების შესაძლებლობა არის, იქ ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს ფონდიც, ბანკიც, ივანიშვილის კომპანიებიც, სადაც მონოპოლიების შექმნა არის საჭირო - როგორიც არის ცემენტის ბიზნესი, ოქრო, ფეროშენადნობები, გადაზიდვები, ტრანსპორტი, ნავთობი, ამ ყველაფერში ეს ხალხი ჩართულია და ასევე, არ დაგვავიწყდეს რატომ არის ძვირი ელექტროენერგია? იმიტომ, რომ ივანიშვილი თავის ბიტკოინებს იაფად ამარაგებდა, გამოიმუშავა მილიარდობით დოლარი იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ვიხდიდით გაძვირებულ ელექტროენერგიის ფასს. იპოდრომს რომ დავუბრუნდეთ, მისი დასავლეთი ნაწილი, რომელიც გაყიდა 80 მილიონ დოლარად და იქ ახლა კორპუსების მშენებლობა დაიწყება, ეს ყველაფერი მისთვის არის ბიზნესი,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო