საქპატენტში „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ (IPOA) ხელმძღვანელებთან და ავტორ-შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში, აკრედიტაციის კონკურსში გამარჯვებულ „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ (IPOA) ხელმძღვანელებთან და ავტორ-შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქპატენტის თავმჯდომარემ IPOA-ს აკრედიტაციის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქპატენტი კვლავ დაუჭერს მხარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას.

„ამ მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი რეგულაციებით დადგენილ გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანი საქმიანობის პრინციპების სათანადო შესრულებას. თითოეული ავტორის უფლების დაცვა იქნება უპირველესი პრიორიტეტი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია უფლებებით მოსარგებლეთა ინტერესების დაცვა. თავის მხრივ, IPOA-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, უფლებების კოლექტიურ მართვასთან ერთად, მათი ამოცანაა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარება, პირველ რიგში კი საქმიანობის ისე წარმართვა, რომ თითოეულმა ავტორმა და შემსრულებელმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

შეხვედრას საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თიკა ნებიერიძე, IPOA-ს დირექტორი გიორგი ნიკოლეიშვილი, IPOA-ს გამგეობის თავმჯდომარე თამარ გვარიშვილი, IPOA-ს გამგეობის წევრი რუსა მორჩილაძე, IPOA-ს ავტორთა საბჭოს თავმჯდომარე დათო ევგენიძე და ავტორთა საბჭოს წევრი კახა ცაბაძე ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 2023 წლის 26 სექტემბერს დაიწყო და 26 ნოემბერს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში აკრედიტაციის მისანიჭებლად განაცხადი წარმოადგინა სამმა ორგანიზაციამ: „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ“ (GCA), „საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაციამ“ (GNRA) და „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციამ“ (IPOA). უნდა ითქვას, რომ GCA საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უმრავლესობას არ აკმაყოფილებდა და ამის შესახებ თავისივე განცხადებაში იყო აღნიშნული. რაც შეეხება დანარჩენ ორ ორგანიზაციას, მათგან საავტორო უფლებების მართვას მხოლოდ IPOA ითხოვდა. მომიჯნავე უფლებების ნაწილში კი GNRA-ც. გასათვალისწინებელია, რომ აკრედიტაციის პროცესში თვითონ GNRA-ს დამფუძნებლებისა და ავტორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა კომისიას განცხადებით მიმართა აკრედიტაციის IPOA მინიჭების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია მიენიჭა IPOA-ს, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა.

აკრედიტაციის კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქპატენტის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარეც გახლდათ; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ კომისიურად, კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, აკრედიტაციის მინიჭება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის საქართველოში პირველად მოხდა, მას შემდეგ, რაც დარგში რეფორმა განხორციელდა და 1999 წელს მიღებულ კანონში შევიდა ევროკავშირის დირექტივებისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებული ცვლილებები.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ, რეფორმის ფარგლებში, აკრედიტაციის წესის გარდა, დაინერგა ქონებრივი უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, განისაზღვრა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების თანამედროვე, გამჭვირვალე წესები. ამასთანავე, კოლექტიური მართვის ორგანიზაციაში კარგი მმართველობის პრინციპის უზრუნველსაყოფად, დადგინდა სათანადო სტანდარტები. კანონით, ასევე, განსაზღვრულია შესაბამისი მექანიზმები იმ შემთხვევისათვის, თუ ორგანიზაცია სათანადოდ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებებისა, ასევე, საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ კი კვლავ საქპატენტია განსაზღვრული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში