პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან, რათა ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში - ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდოს სახელმწიფო

ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან, რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, ვის ანდოს სახელმწიფო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის განმარტება მოისმინა, თუ რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში.

ცისკარიშვილის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს.

„გასაგებია, რომ ძალიან უჭირთ და ეშინია, ერთტურიანი არჩევნებია, მაჟორიტარები არ ჰყავთ, მანდატებთან დაკავშირებული ფორა აღარ აქვთ, აღარც ის სამკვირიანი ფორა აღარ აქვთ - 2018 წელს რომ გამოვიდა, იტირა, ხალხის მოსყიდვას სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეეცადა იმისათვის, რომ მეორე ტურში წარმატებისათვის, ისევ და ისევ გაყალბების ფონზე მიეღწია.

ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოჩნდა. ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და ამ გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული, ეყო ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა. თუ ამას გამბედაობა სჭირდებოდა, მოდი, ახლა ის გამბედაობა გამოიჩინოს და პოლიტიკური ვაჟკაცობა დავარქვათ ამას, რომ მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი, რომელიც იზოლირებულია, ციხეშია, რომელსაც არ ეძლევა საშუალება, რომ საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული - მიშა სააკაშვილი გამოუშვას, სულ რაღაც ცხრა თვეშია არჩევნები და ეს ორი ძალა შეეჯიბროს ერთმანეთს და ხალმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას, ვის ანდობს ამ სახელმწიფო მომავალს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს