დონალდ ტუსკი - პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს

პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ პრეზიდენტთან პოლონეთის როლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა.

„პოლონეთი „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა, რომლის მიზანი უკრაინის მხარდასაჭერად დემოკრატიული სახელმწიფოების მობილიზებაა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შექმნას.

„ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში ერთად ვიქნებით. ჩვენ უკრაინას ერთად აღვადგენთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს