ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯალილ აბას ჯილანის მოწვევით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, 2024 წლის 29 იანვარს პაკისტანს ეწვევა“, - ნათქვამია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე სახელმწიფოს ელჩები თავიანთ თანამდებობებზე 26 იანვრამდე დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ირანმა და პაკისტანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები გაცვალეს და ელჩები გაიწვიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია