ქნესეთში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

ისრაელის პარლამენტში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქნესეთში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების წინადადებამ მხოლოდ 18 ხმა დააგროვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება "ისრაელის ლეიბორისტულმა პარტიამ" წამოაყენა, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მთავრობამ ღაზაში დაკავებული მძევლების სრულად დაბრუნება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, ქნესეთში 120 პარლამენტარია და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადებისთვის ხმათა უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა