ჯოზეფ ბორელი - მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

მე, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჯოზეფ ბორელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ იგი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებს.

„გავიგე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპი მიიწვია, რომ კიევში ჩასულიყო და გამოსავალი სწრაფად ეპოვა. ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა და ომის დასრულება, რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან“, - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, აიოვას შტატში გამართულ აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებულ საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოაგვარებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ