მედია - ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვით შეწყვეტა შესთავაზა

ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვის განმავლობაში შეწყვეტა შესთავაზა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ორ ისრაელელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა ვინაობას არ ასაჯაროებს.

გამოცემა წერს, რომ ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე გრძელი პერიოდი, რომელიც ისრაელმა „ჰამასს“ ომის დაწყების შემდეგ შესთავაზა.

Axios-ის ინფორმაციით, ისრაელის წინადადება მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და მძევლების ცხედრების დაბრუნებას ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ისრაელის მიერ მოსახლეობის მთავარი ცენტრებიდან თავისი ძალების გაყვანას, რაც პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ ქალაქ ღაზასა და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ