დანიელ ჰაგარი - ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად 21 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ აფეთქების შედეგად შენობები ჩამოინგრა, ძალების უმეტესობა კი მათ შიგნით და ახლოს იყო“, - აცხადებს ჰაგარი.

მისივე თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. მაშველები დანგრეული შენობებიდან დაშავებულების გამოსაყვანად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია 10 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ.

ჰაგარის თქმით, მომხდარის შესახებ დანარჩენი 11 დაღუპულის ოჯახებსაც აცნობეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია