იოავ გალანტი 21 ჯარისკაცის დაღუპვაზე - ჯარისკაცების დაცემა გვაიძულებს, ომის მიზნებს მივაღწიოთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ღაზის სექტორში 21 ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაზე რთული და მტკივნეული დილა გათენდა.

„ეს არის ომი, რომელიც განსაზღვრავს ისრაელის მომავალს ათწლეულების განმავლობაში - ჯარისკაცების დაცემა გვაიძულებს, ომის მიზნებს მივაღწიოთ ", - აცხადებს გალანტი.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც 21 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია