ნანა ტოხვაძე - უმნიშვნელოვანესია დაინიშნოს დირექტორთა შერჩევის ღია, გამჭირვალე და კონკურენტული კონკურსი

დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწრაფი რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, განათლების სისტემაში დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური პრინციპების ამოქმედება, მინისტრი ამილახვარი უსასრულო დუმილს ამჯობინებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, სასკოლო განათლება უკუსვლას განიცდის და ამ პირობებში დირექტორთა დანიშვნის ღია და გამჭვირვალე წესის ამოქმედება უმნიშვნელოვანესია.

„დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწრაფი რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, განათლების სისტემაში დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური პრინციპების ამოქმედება, მინისტრი ამილახვარი უსასრულო დუმილს ამჯობინებს.

მაშინ როცა, ყველა კვლევა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ადასტურებს განათლების ხარისხის გაუარესებას, სისტემის უკუსვლას და სასკოლო განათლების შველის საჭიროებას - ამ მოცემულობაში, უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას 3 მთავარი ნაბიჯი სასკოლო განათლებაში:

  1. დაინიშნოს დირექტორთა შერჩევის ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული კონკურსი, რომელიც არ შეიცვლება პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული დაკვეთების შესაბამისად;
  2. შეიქმნას დირექტორების პროფესიაში შესვლის და დამაგრების ხელშემწყობი მოდელი;
  3. დაიწყოს შერჩეულ დირექტორთა; მოტივაციისა და კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა,რაც მოგვცემს საშუალებას, შევაჩეროთ სასკოლო განათლების ნგრევის ტენდენცია და დაგვეხმარება სკოლის დონეზე ნებისმიერი ცვლილების წარმატებით დანერგვის მიზნის მისაღწევად”, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა