ზურაბ აზარაშვილი - ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ - ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე

დარწმუნებული ვარ, სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა.

მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც.

„რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელების ნაწილში ისინი ჩვენ გვერდში იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე