არსებული ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს.

თუ რამდენი ადამიანია დაკავებული, ეს ჯერ უცნობია. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში პოლიცია შენობაში შესვლას ცდილობს, თუმცა, სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე