გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში, აბდულლა ნასსერ ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში გიორგი ამილახვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად მოსაწვევი გადასცა, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის განმტკიცებას.

აბდულლა ნასსერ ლუთამ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს თანამშრომლობისთვის და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა გამოხატა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა