კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი გამოასახლეს, აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კეკელიძის N1-ში, იქ სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, აქცია მიმდინარეობს.

ოჯახის მხარდამჭერები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადგილზე მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ასევე ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც მარინა ხატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მისი გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდა.

„გამომათრიეს, თავი დავარტყი. მე არ მახსოვს, როგორ გამომიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი გონს. მე და ჩემი შვილი აქ ვართ, შვილიშვილი კი ბებიასთან წავიყვანეთ. არ ვიცი რა მოახერხეს, ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის, ვინ რა მოახერხა ამ ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რეპრესიები. ასე ხდება რუსეთში და ბელარუსში”, - განაცხადა მარინა ხატიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე