ლევან ხაბეიშვილი გიორგი გახარიას პარტიაზე - ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი

ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი, - ასე აფასებს გიორგი გახარიას პარტიას „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ უკვირს მისი რეაქცია.

"ცესკოს როცა ვამხელ, რომ "ქართული ოცნების" გაგრძელება არიან, ნორმალურია, რომ ეს რეაქცია აქვთ. კმაყოფილები რომ ყოფილიყვნენ ეს გამიკვირდებოდა, თქვენ რატომ გიკვირთ?! ივანიშვილის პარტიის გაგრძელებაა, მეორე "ქართული ოცნება". არ მოსწონთ, რადგან ისინიც ამას აკეთებდნენ თავის დროზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე განაცხადა, რომ "ოცნების" სასარგებლო იდიოტები არიან". აღნიშნული განცხადება მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, ცესკოსა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა, რომელიც ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით იმართება.

"დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან,"- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში