ირაკლი ქადაგიშვილი - მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს - გამომდინარე აქედან, „ფორდ მუსტანგზე“ დასხდებიან თუ „ტოიოტა პრიუსზე“, მაინც ერთი და იგივე შედეგი ექნებათ

მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს - გამომდინარე აქედან, „ფორდ მუსტანგზე“ დასხდებიან თუ „ტოიოტა პრიუსზე“, მაინც ერთი და იგივე შედეგი ექნებათ, - ასეთი პასუხი გასცა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ქადაგიშვილმა ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ საქართველოსა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საარჩევნო ბარიერი 5%-ით იმიტომ არის განსაზღვრული, რომ „პარლამენტი არის არა პირდაპირი გაგებით სალაყბო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე იმ პოლიტიკური ორგანიზაციების საკრებულო, რომელთაც ხალხის ნდობა გააჩნია“.

„კარგი იქნება, თუ „ლელოს“ ვინმე კონსულტანტი ეყოლება. გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია საქართველოში კარგია თუ არა არჩევნების დროს ისეთი კლიპი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს უკავშირდება, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებს და უზუსტობებს შეიცავდა, რომ იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, რომ ლა მანშზე არა, მაგრამ ლე მანსზე "ფორდ მუსტანგი" იღებდა მონაწილეობას თუ „ფორდ GT 40“. პოლიტიკური კონტექსტი ადასტურებს, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგი.

შეიქმნება თუ არა რაიმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მესამე პოლიტიკურ ძალას ვეძახით? - მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება. ჩვენ სიახლე არა გვაქვს - გვაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ენჯეო“-ებით, პარტიებით, ტელევიზიებითა და ფინანსური მომხრეებით. რაღაცა პერიოდში იყვნენ ერთად, შემდეგ დაიშალნენ და ეს დაშლილები ცდილობდნენ იმდაგვარად გასაღდეს, რომ თითქოს ახალი რებრენდინგი მოხდა - თქვან: - ჩვენ ვართ სიახლე. ისინი სიახლე არ არიან - თავისი განვლილი ისტორიით კარგად ცნობილი სახეები არიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო