აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, უწყებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის თანამშრომლებმა ე.წ. „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ სასაზღვრო კანონმდებლობის 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სისხლის სამართლის კოდექსის „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე კი 15 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შარშან სხვადასხვა დანიშნულებით საქონლის უკანონო გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს, უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე პირების მიმართ კი „აფხაზეთის კანონმდებლობის“ შესაბამისად "სამართლებრივი ზომები" განხორციელდა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი