გიორგი შარაშიძე - „ქართულ ოცნებას” გასაგებია რომ არა თუ არ სიამოვნებს, უბრალოდ არ შეუძლია და არ აქვს უნარი, რომ სიმართლე მოისმინოს - დღეს რაც ვიხილეთ, ეს იყო მთელი უმრავლესობის შეტევა ერთ ადამიანზე, ერთ გუნდზე

„ქართულ ოცნებას” გასაგებია რომ არა თუ არ სიამოვნებს, მას უბრალოდ არ შეუძლია და არ აქვს უნარი, რომ სიმართლე მოისმინოს - დღეს რაც ვიხილეთ, ეს იყო მთელი უმრავლესობის შეტევა ერთ ადამიანზე, ერთ გუნდზე,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით საზოგადოებისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის მან „ქართული ოცნების” დეპუტატებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რაზეც „აგრესიული შეტევა” მიიღო პასუხად.

„ქართულ ოცნებას” გასაგებია რომ არა თუ არ სიამოვნებს, მას უბრალოდ არ შეუძლია და არ აქვს უნარი, რომ სიმართლე მოისმინოს. დღეს სიმართლე არის ერთადერთი, რომ ამ ქვეყნის, მათ შორის ქალაქის, მთავარი პრობლემა კორუფციაა. როდესაც ჩვენ, გახარიას გუნდი, ამ თემაზე იწყებს საუბარს, როგორც ყოველთვის კომპეტენტურად, ფაქტებზე დაყრდნობით, ბუნებრივია, ამას „ოცნება” წყობიდან გამოჰყავს. დღეს რაც ვიხილეთ, ეს იყო მთელი უმრავლესობის შეტევა ერთ ადამიანზე, ერთ გუნდზე. ბუნებრივია, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაღაცა გაურკვეველი კვლევებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დაარწმუნონ, რომ თითქოს რაღაც წინსვლა გვაქვს კორუფციის თვალსაზრისით. წერეთლის გამზირზე პრობლემები თვალსაჩინოა, სწორედ ამაზე დავიწყე საუბარი, მოვუწოდე მათ რომ თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოეხადათ თბილისელებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამის პასუხად, ის აგრესიული შეტევა მივიღეთ, პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის მიმართ, რაც ბუნებრივია, პასუხგაუცემელი არ დარჩა და არც მომავალში დარჩება”,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას მოჰყვა.

შარაშიძის განცხადებას, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა და მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

ამასთან, შარაშიძის ეს განცხადება გააპროტესტეს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა. გიორგი შარაშიძემ საკრებულოს სხდომა დატოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე