ხატია დეკანოიძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი - ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდა დაქირავებული „ქართულ ოცნებას“

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი. ეს ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდათ დაქირავებული „ქართულ ოცნებას“, რომელსაც უხდიდა ძალიან ბევრ ფულს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა პიარ კონსულტანტ როზნერთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ კონსულტანტი იყო, წელს კი „ლელოს“ უწევს მომსახურებას.

დეკანოიძის თქმით, როზნერზე ნებისმიერი პროპაგანდის მცდელობა, რომ ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა, ფუჭი მცდელობაა.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმისი უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი. ეს ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდათ დაქირავებული „ქართულ ოცნებას”, რომელსაც უხდიდა ძალიან ბევრ ფულს. ამიტომ, როზნერზე ერთი შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი პროპაგანდის მცდელობა, ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა, ფუჭი მცდელობაა, რადგან ადამიანებს ეს უკვე ნანახი აქვთ და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ეს პროპაგანდა შედეგს ვერ გამოიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ პარტიას შეუძლია ჰყავდეს პიარ კონსულტანტი, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს მოშე, რომელიც გამოირჩევა თავისი ძალიან სერიოზული ანტიდასავლური პოლიტიკით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე