გიორგი კალანდარიშვილი - უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, კანონმდებლობა ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციის გავლას

დღეს ხელმოწერების შეგროვება სამართლებრივი პროცედურების არც ერთ ეტაპზე არანაირად გათვალისწინებული არ არის - უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, კანონმდებლობა ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციის გავლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით და ხელმოწერების შეგროვებას.

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები ცესკოს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით ინფორმაციას გათვალისწინებულ ვადებში მიაწვდიან, რასაც ცესკო განიხილავს და შესაბამისად, კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე მოეწყობა საარჩევნო უბნები.

როგორც მან აღნიშნა, პირი, რომელიც დღეს საზღვარგარეთ კონკრეტულ "ლოკაციაზე" იმყოფება, არათუ არჩევნების დღეს, არამედ ხვალ, შესაძლოა, იქ აღარ იყოს, ამიტომ ყველაფერს აქვს თავის ვადები და პროცედურები.

"უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც ადგენენ შესაბამის ვადებს, წესსა და პროცედურებს, თუ როგორ, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს არჩევნებში მათი მონაწილეობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა, მათ შორის, არის ჩანაწერი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე იქმნება საარჩევნო უბნები შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თაობაზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე. აქედან გამომდინარე დღეს ამ საკითხით მანიპულირება ემსახურება უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის არასწორი მოლოდინების და აღქმების შექმნას. თუნდაც, დღეს ხელმოწერების შეგროვება არანაირად გათვალისწინებული არ არის სამართლებრივი პროცედურების არც ერთ ეტაპზე, ზოგადად არ ითვალისწინებს კანონმდებლობა ასეთ პროცედურას. მაშინ, როცა უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, კანონმდებლობა ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციის გავლას, რომელსაც თავის ვადები და პროცედურები აქვს. შესაბამისად, ჩართულ მხარეებს ვთხოვ არ დავაზიანოთ საარჩევნო გარემო, არ შევქმნათ არასწორი აღქმები ამ საკითხებზე. თუ მაინც და მაინც სურვილია ამომრჩევლის ინფორმირება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მაშინ მივაწოდოთ მათ სწორი ინფორმაცია იმ რეგულაციების შესახებ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ თანაბარი სერვისების მიწოდება და ინფორმირება, რასაც ცესკო აკეთებს.

დღეს, ერთი წლით ადრე პირი შეიძლება იმყოფებოდეს იქს ლოკაციაზე და ხვალ აღარ იმყოფებოდეს, არათუ 9 თვის შემდეგ, როცა საარჩევნო პერიოდს მივუახლოვდებით. ამიტომ არის ეს პროცედურები დროში და სივრცეში შესაბამისად მოწესრიგებული. შესაბამისი უწყებები შესაბამის ვადებში მოგვაწვდიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ ინფორმაციას და ასევე უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების შესახებ. საკონსულო აღრიცხვაზე არ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად პირი არალეგალურად იმყოფება უცხოეთში, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან პროცედურას, რომელიც აძლევს იმ პირებს შესაძლებლობას, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდნენ შესაბამისად შექმნილ საარჩევნო უბნებზე,"- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით