ანა დოლიძე - გამოსახლებაზე გამოცხადდეს მორატორიუმი და შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია

საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია პოლიციის მონაწილეობა გამოსახლებაში, ეს არის პირდაპირ არაკონსტიტუციური, ეს არის რეალურად სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს მოქალაქეებზე,-ასე ეხმაურება პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეების გამოსახლების პროცესს.

მისი განცხადებით, ყველა გამოსახლება უნდა გაჩერდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გადასულია ორთაბრძოლაზე, არაფერი საერთო ამას გამოსახლებასთან არ აქვს. ქვეყანაში შექმნილია ვითარება, როდესაც ათასობით ოჯახი არის გამოსახლების და უსახლკაროდ დარჩენის წინაშე. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესს. ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი ვითარებიდან არის პირველი, რომ გამოსახლებები შეჩერდეს და გამოსახლებაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. მეორე მხრივ, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, სადაც დაწვრილებით იქნება შესწავლილი ეს მანკიერი სისტემა და დადებული იქნება გამოსწორების გზები“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს