საკრებულოს უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე - ოპოზიციამ თავადვე აღიარა, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება პროექტი, მთავარია ვინ აკეთებს

სანამ სხვაზე დაიწყებდეთ ლაპარაკს, თქვენს კორუმპირებულ წევრებს მიხედეთ, კონკრეტულად თქვენს კორუმპირებულ ყოფილ მერს, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლეოსობის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციას.

მან ოპოზიცია ფაშისტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

„გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგია ყველაფერი გააკრიტიკოთ, მაგრამ დღეს საოცარ ბრალდებებს ვისმენთ. თურმე წყლის გაყვანილობის მილები რომ გამოცვალო, ქუჩა არ უნდა გადათხარო და ეს დაუშვებელია. ოპოზიციამ თავადვე აღიარა, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება პროექტი, მთავარია ვინ აკეთებს. კერძოდ, რა სახის გამწვანება იქნება, როგორი იქნება განაშენიანება და ურბანული დაგეგმარება. თქვენთვის მთავარია ვინ დგას სამუშაოების უკან, მხოლოდ სახელებს აქვს მნიშვნელობა თქვენთვის.

ეს არის ფაშისტური დამოკიდებულება. სანამ სხვაზე დაიწყებდეთ ლაპარაკს, თქვენს კორუმპირებულ წევრებს მიხედეთ, კონკრეტულად თქვენს კორუმპირებულ ყოფილ მერს. სანამ ჩვენი გუნდის წევრებს მოსთხოვთ ბოდიშის მოხდას, ჯერ თქვენი გაკეთებული საქმეებისთვის მოიხადეთ ბოდიში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას შეახსენა, რომ მათი ბრალდებების მიუხედავად, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„ამდენი ხნის განმავლობაში, რომ გამოდიხართ და რუსული პოლიტიკის გატარებას გვაბრალებთ, აღმოჩნდა რომ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობების მივიღეთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი ჰქონდეთ“,- დასძინა არჩილ გორდულაძემ.

აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს პრესსამსხური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე