გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 10:00-დან 10:30-საათამდე ელექტროენერგიია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში -მუხათწყარო, ნაფეტვრები, აგარაკი, თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 11:05 - საათამდე და 12:55-დან 13:00- საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭოპორტი, ახატანი, დავათი, აბანოსხევი. 11:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ლამოვანი, ბურღულები, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე დენი დროებით შეუწყდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, არაშენდა, გალავანი. 11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ქანდა, ქსანი, აღაიანი, ციხისძირი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, წეროვანი, ძველი ქანდა, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს - ზაჰესში ავჭალის, პლატინის, სვიმონ შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე, მუხათგვერდში, ხოლო 15:20-დან 18:30 საათამდე - ზაჰესში კასკადის, გოჩა ცქიტიშვილის, ალექსანდრე ხეთაგურის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება