ნინო რუხაძე - ჩვენს მიერ  გაკეთებული საქმეები ოპოზიციისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელია

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ექმნებათ ჩვენს ოპონენტებს ჩვენი გაკეთებული საქმეებით, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივათ და აგრძელებენ სასიკეთო საქმეების კეთებას.

„ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები ოპოზიციისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელია. ჩვენ ვაპირებთ, რომ გაკეთებული საქმეებით ეს დისკომფორტი გაძლიერებულად შეგიქმნათ. ამ დისკომფორტს შეგიქმნით ყველა მიმართულებით, იქნება ეს გლობალური, თუ ლოკალური თემები. ამ კურსის შეცვლას არ ვაპირებთ, რადგან ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის გული შესტკივათ, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ და რომლებსაც უხარიათ, როდესაც რაღაც სასიკეთო კეთდება. ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი არის ადამიანი, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცენატი. მან კოვიდ პანდემიის დროს, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველაზე დიდი დონაცია გაიღო. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეცვლის. აი, ასეთი ადამიანები არიან ამ გუნდში“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლება ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას კვლავ გააგრძელებს, რადგან ისინი ხელისუფლებაში სწორედ ამისთვის არიან.

„ამ ყველაფრის ფონზე, აღმაშფოთებელია, როდესაც უყურებ ოპოზიციის მავნებლურ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში