ჯოზეფ ბორელი - ერთი რამ ნათელია - ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე

ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ერთი რამ ნათელია - ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე.

გაერო აღიარებს და არაერთხელ უღიარებია პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება. არავის არ შეუძლია ამაზე ვეტოს დადება,” - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, ბორელი 22 იანვარს თავმჯდომარეობდა შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, და ასევე ისრაელის, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს