რეგისტრირებულ კოოპერატივს საკრედიტო კავშირს  "უნივერსს” არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 04 მაისის N195 განკარგულებით, რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი "უნივერს"-ს (ს/ნ: 202457493) არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის 9 ოქტომბრის N211 განკარგულებით, რეგისტრირებულ კოოპერატივის საკრედიტო კავშირ „უნივერს“-ის (ს/ნ: 202457493) ლიკვიდატორად დაინიშნა - როინ ცაციაშვილი.

„რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის "უნივერს-ის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა ლიკვიდატორს უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის "უნივერს"-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის "უნივერს-ის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. N2 (რეგისტრირებული კოპერატივის საკრედიტო კავშირის "უნივერს"-ის ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა