ლაშა ხუციშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ანა ლიბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ერიკ ილესი, შვედეთის ელჩის მოადგილე/განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტებზე.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრისას მან შვედ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პრიორიტეტები.

შვედეთის ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. მან მზაობა გამოხატა, ახალ პოსტზე მუშაობისას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას.

შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი სფეროები, როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე