ანონსი  24 იანვარი

24 იანვარს, 09:00 საათზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება იგეგმება.

მის: დადიანის ქ. 259

საკონტაქტო: ბექა წიქარიშვილი - 599 503 876

24 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე (მეჯინისწყალი) უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატები ლევან ანთაძე და რეზო ხარაზი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა

მის: ბათუმი, ფრ. ხალვაშის გამზირი.

საკონტაქტო: რეზო ხარაზი - 577414401

24 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევის „გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ლადო გუდიაშვილის #3 (სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“)

24 იანვარს, 11:00 საათზე, პარტიების გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა კამპანიის ფარგლებში - „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“, რომლის მიზანიც ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მოპოვებაა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავენ.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

24 იანვარს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერები და გამოსახლებული დევნილები ერთობლივ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „გამოსახლებული დევნილები, რომლებიც ხელისუფლებამ ფართით არ დააკმაყოფილა“.

მის: ქუთაისი, ცისფერყანწელების ქ.7 (პარტიის ოფისი)

24 იანვარის, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „სახელმწიფო გამოსახლების რეპრესიულ პოლიტიკას განაგრძობს“!

მის: ირაკლი აბაშიძის 12ბ („სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ოფისი).

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577 17 30 70

24 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 იანვარს, 11:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის, კახი კალაძის წინააღმდეგ, „ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე სარჩელს შეიტანს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო.

24 იანვარს, 13:00 საათზე, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ევროპის უნივერსიტეტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის - „განათლება ქმნის მომავალს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის: გურამიშვილის გამზ.76, ოთახი 505 (ევროპის უნივერსიტეტი).

საკონტაქტო: ბექა გელდიაშვილი - 595 436 767

24 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 იანვარს, 16:30 საათზე, „განათლების დამცველთა ასოციაციის“ ლიდერები განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული საჯარო სკოლების დირექტორთა ხელახალი კონკურსის დაგვიანების გამო, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით ბრიფინგს გამართავენ.

მის: ერეკლე მეორეს მოედანი N3, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი.

საკონტაქტო: დათო ფერაძე - 579 18 24 34

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება