იენს სტოლტენბერგი - ნატოს აქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოფხვრას, რომლებიც მოსკოვში არსებობს - ვიდრე ამას ვაკეთებთ, ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება

რუსეთის მხრიდან ნატოს ქვეყნებისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რუსეთის ქმედებებს ვაკვირდებით. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“ნატოს ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ. და ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი სიფხიზლე, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა, მაგრამ ამის მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნატოს წევრზე თავდასხმა აღვკვეთოთ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ქვედანაყოფების დიდი რაოდენობით განლაგების, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდითა და სწავლებების დიდი რაოდენობით ნატო ცდილობს არ დაუშვას მიმდინარე ომის ესკალაცია.

“მიმდინარე კვირას ფართო სწავლებებს დავიწყებთ, რომლებიც ნატოს ყველაზე დიდი სწავლებები იქნება ათწლეულების განმავლობაში, რომლებშიც მონაწილეობას 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოვფხვრათ, რომლებიც მოსკოვში არსებობს ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვისთვის ჩვენი მზადყოფნის შესახებ. და სანამ ამას ვაკეთებთ, ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება