თაკო ჩარკვიანი - არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? – „ბულკებზე“  გაზრდილი საბა ბუაძის, "მუსტანგზე" ამხედრებული ხაზარაძისა და ივანიშვილის გახარიას  იმედად ვინც არის დარჩენილი, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”

არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც „ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან „პოლიტიკურად ბეცია“, ან “ნეტარი“.

"არ გავიდეთ გარეთ, არა ????? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები??? რატომ??? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 “მატრასი” ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ, არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქოურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა, მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს (4 თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი).

ჰოდა გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან პატრიოტებს ცოტა ხანში!

კარვები და ლეიბები "ტეხავს" რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია??? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა. ხოდა “ბულკებზე”- ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, ამერიკულ ძვირადღირებულ მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”…..

მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან ( შემზარავ კადრებს ) გალაკტიონი მომაგონდა “ ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით……… შეშლილი სახით კიოდა ქუჩა, შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა”....

მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო!“, - წერს ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს