ანტონიო გუტერეში - კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყეტაზე ისრაელის უარი კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის

კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე ისრაელის მხრიდან მკაფიო უარი მიუღებელია და პალესტინელებთან კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას ორივე მხარის მისწრაფებების მოსაგვარებლად ერთადერთი გზა უწოდა და აღნიშნა, რომ მის მიღებაზე ნებისმიერი უარი მტკიცედ უნდა იქნას უარყოფილი.

„ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი დასრულება შეიძლება მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გზით“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

გაერო-ს ხელმძღვანელი ღაზის სექტორისთვის მეტი დახმარების მიწოდების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა და განაცხადა, რომ დახმარების ის რაოდენობა, რომელიც ანკლავში შედის, არასაკმარისია. მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტა. ”ეს უზრუნველყოფს საკმარისი დახმარების მიწოდებას იქ, სადაც საჭიროა, ხელს შეუწყობს მძევლების გათავისუფლებას და ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა გუტერეშმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია