60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება - ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით ერთდროულად 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სპორტულ მიმართულებებში, ჯამში, 1000 - ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

ცნობისთვის, თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ უფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო