იაგო ხვიჩია - თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მეგობარი არის ოპოზიციის ლიდერი - არ ვიცი, ამას იზამს თუ არა ოპოზიცია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მე ამ საქმეში არ გავერევი

თუ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება, გამოდის, რომ „ქართული ოცნების" მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი - არ ვიცი, ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ მე ამ საქმეში არ გავერევი, - ამის შესახებ “გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" მეგობარია და მათთვის არასდროს არაფერი დაუშავებია.

„ის სპექტაკლი, რომელიც ჩვენ იმპიჩმენტის მცდელობის სახით ვნახეთ, არის „ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმებული ქმედება. თუ ქართული ოპოზიციის ლიდერი გახდება ქალბატონი სალომე, გამოდის რომ „ქართული ოცნების" მეგობარი არის ქართული ოპოზიციის ლიდერი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი ამას იზამს თუ არა ჩვენი ოპოზიცია, მაგრამ მე ამ საქმეში რომ არ გავერევი, შემიძლია ზუსტად გითხრათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ დაიკარგება, იქნება - „ნაცები“ „ნაცებში", „ქოცები" „ქოცებში", დანარჩენი კი - “გირჩთან“.

„ნაცები" "ნაცებში", "ქოცები" "ქოცებში", დანარჩენი ჩვენთან - ეს არის ჩემი აზრით, იდეალური საარჩევნო სტრატეგია, სადაც ხმები არ იკარგება. „ნაცებს“ თავისი ხმები მიაქვთ. „ნეონაცები“ ხმებს არ კარგავენ და დანარჩენი ხალხი, ვისაც სულით და გულით „ნაცობა“ არ უნდა და სხვანაირი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება უნდა, ჩვენ მივესალმებით, რომ ჩვენთან იყვნენ," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს არა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. პარტიის განცხადებითვე, მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე ზურაბიშვილი „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5%-იანი ბარიერი უნდა გადაალახვინონ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის