Erasmus+ის ერთ-ერთი უმსხვილესი, ინოვაციური ინსტიტუციური განვითარების პროექტი განახლებადი ენერგიების მიმართულებით BTU-ს კოორდინირებით იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების მასშტაბური პროექტის - European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine" - 3E-Partnership განხორციელება ევროკავშირის გადაწყვეტილებით დაიწყო. პროექტში ჩართულები არიან ბელგიის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები. პროექტს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, BTU ხელმძღვანელობს.

პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები და ინსტიტუციები ევროპის 6 ქვეყნიდან:

  • ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია;
  • მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია;
  • ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი;
  • ADA-ს უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი;
  • ხაზარის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
  • ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველო;
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა;
  • დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა.

პროექტის გახსნის ღონისძიება 24-25 იანვარს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.

3E-Partnership მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიებისა და ენერგო ეფექტურობის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციების განვითარებას და ახალი, ინოვაციური ცოდნის შექმნას. ეს ყველაფერი კი ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.

მთავარი მიზნის მისაღწევად, დაგეგმილია:

  • ენერგოეფექტურობის მიმართულებით, სასწავლო პროცესში ახალი, ინოვაციური კურიკულუმის დანერგვა, ასევე სწავლების ახალი მეთოდების იმპლემენტაცია;
  • ქართულ და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში განახლებადი ენერგიების ლაბორატორიების შექმნა, ტექნიკური აღჭურვა და გაძლიერება;
  • პროექტში ჩართულ მხარეებს შორის მჭიდრო პარტნიორობის ჩამოყალიბება და „მწვანე კავშირის“ შექმნა.

პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო