ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების მასშტაბური პროექტის - European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine" - 3E-Partnership განხორციელება ევროკავშირის გადაწყვეტილებით დაიწყო. პროექტში ჩართულები არიან ბელგიის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები. პროექტს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, BTU ხელმძღვანელობს.
პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები და ინსტიტუციები ევროპის 6 ქვეყნიდან:
პროექტის გახსნის ღონისძიება 24-25 იანვარს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.
3E-Partnership მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიებისა და ენერგო ეფექტურობის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციების განვითარებას და ახალი, ინოვაციური ცოდნის შექმნას. ეს ყველაფერი კი ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.
მთავარი მიზნის მისაღწევად, დაგეგმილია:
პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
(R)