კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზარს კონკურენტულად აფასებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2022 წლებში, ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. სააგენტოს პოზიციით, განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით, მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს.

„სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა - ბუნებრივი გაზის საცალო, თხევადი გაზის იმპორტის და საცალო სარეალიზაციო დონეზე. ასევე, დეტალურად შეისწავლა საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფასწარმოქმნა და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი - პროდუქტის თვითღირებულება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2019-2022 წლებში, როგორც თხევადი ასევე ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) საცალო ბაზარზე ფასის ცვლილება განპირობებული იყო საბაზრო ფაქტორებით და საცალო ფასის ცვლილება კორელაციაშია მასზე მოქმედ ძირითად ფაქტორთან.

ბუნებრივი გაზის (აირისებრ მდგომარეობაში) საცალო ბაზრის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო ბუნებრივი გაზის შეძენა 2019 წელს განახორციელა 97 კომპანიამ (134 გაზგასამართი სადგური) 188 635 780 ლარის ოდენობით (192 628 000მ3). 2020 წელს - 96 კომპანიამ (143 გაზგასამართი სადგური) 118 865 463 ლარის ოდენობით (147 893 000მ3). 2021 წელს - 95 კომპანიამ (127 გაზგასამართი სადგური) 119 474 586 ლარის ოდენობით (160 065 000მ3). ხოლო 2022 წელს - 88 კომპანიამ (128 გაზგასამართი სადგური) 169 633 554 ლარის ოდენობით (190 789 000მ3). სააგენტოს პოზიციით, საცალო ბაზარი დაბალკონცენტრირებულია (2020 წელს ზომიერად კონცენტრირებული), სახეზეა რამდენიმე მსხვილი კომპანია, თუმცა, ბაზარზე ამავდროულად მაღალია მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი. ბაზრის განსახილველი დონე, მცირე კომპანიების რაოდენობის გათვალისწინებით, გამოირჩევა კონცენტრაციის დაბალი ინდექსით. საანგარიშო პერიოდში, 3 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი ბაზარზე აღემატება 50%-ს, თუმცა არ კმაყოფილდება კანონის მოთხოვნა - თითოეული კომპანიის მიერ 15%-ზე მეტი წილის ფლობის შესახებ. შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე მაღალია მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობა და საერთო პროცენტული წილი, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს და შესაბამისად კონცენტრაციის დაბალ ინდექსს ბაზრის განსახილველ დონეზე.

თხევადი გაზის ბაზრის შეფასების მიხედვით, 2019 წელს - 36-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 41 015 037 ლარის (24 402 640 კგ.) იმპორტი. 2020 წელს - 53-მა ეკონომიკურმა აგენტმა 51 118 323 ლარის (28 534 834 კგ.) იმპორტი. 2021 წელს - 89-მა ეკონომიკურმა აგენტმა განახორციელა 91 264 801 ლარის (35 266 142 კგ.) გაზის იმპორტი, ხოლო 2022 წელს - 58-მა ეკონომიკურმა აგენტმა 80 178 679 ლარის (42 274 714 კგ.) თხევადი გაზის იმპორტი. რაც შეეხება საცალო ბაზარს -2020 წელს თხევადი გაზის ბაზარზე მოქმედმა 133-მა კომპანიამ განახორციელა 29 840 303 კგ. შეძენა, 2021 წელს - 131-მა კომპანიამ 17 095 920 კგ. 2022 წელს - 120-მა კომპანიამ 23 508 212 კგ. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, შესაბამისი ბაზრის როგორც იმპორტის ასევე საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია. შესასწავლ პერიოდში კონცენტრაციის ინდექსი არ აჭარბებს 937 ერთეულს,”- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, როგორც ბუნებრივი, ასევე თხევადი გაზის ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფურ დომინანტობას.

„ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი - მსხვილი კომპანიების წილის, ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიების რაოდენობის და მათი საერთო პროცენტული წილის გათვალისწინებით კონცენტრაციის ინდექსის შემცირების ტენდენციით გამოირჩევა.

„კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის და მისი ცვლილების, მსხვილი კომპანიების წილობრივი განაწილებისა და მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2019-2022 წლებში, შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით, განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით, მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის