თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი - დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.

„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.

ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მათ შორის, ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება; დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება; დასრულდა გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს.

დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება; ასევე, სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

2023 წელს დასრულდა დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, ასევე ავეჯისა და ტრენაჟორების შესყიდვა. ამჟამად, II ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება; დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში სამუშაოების II ეტაპი დაიწყება. მიმდინარეობს ავეჯის და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება; სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება; დასრულების ეტაპზეა ვერის კორტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში მომზადდა, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის.

იგეგმება მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლა; მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის; მიმდინარეობს თანხების მოძიება თემქის კომპლექსის, ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრისა და ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის, ასევე, ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო