მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობა დატოვა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

„ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დასახული საგარეო პოლიტიკური მიზნების წარმატებით შესრულების შემდეგ, მე ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვტოვებ და ამ ეტაპზე, მე პაუზა მჭირდება“, - განაცხადა ნიკუ პოპესკუმ.

პოპესკუმ აღნიშნა, რომ იგი ევროინტეგრაციის პროცესში მთავრობისა და მისი გუნდის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ნიკუ პოპესკუ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!