დევიდ კამერონი დღეს ისრაელს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი დღეს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დევიდ კამერონი მის კოლეგას, ისრაელ კაცის, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება. ასევე, დასავლეთ ნაპირზე, რამალაში, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბენიამინ ნეთანიჰუს მოუწოდებს, რომ ღაზის სექტორისთვის წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება აღადგინოს, ხოლო მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას იგი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას დაადასტურებს. ისრაელის გარდა დევიდ კამერონი ოფიციალურ შეხვედრებს თურქეთსა და კატარშიც გამართავს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად