ზურაბ ჯაფარიძე - ვალს გადახდა სჭირდება - თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის - არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „დროასთან“ ერთად მიიღებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია კი არ ჰქონია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე „5%-იანი ბარიერი არ არის პრინციპული საკითხი, არამედ ის, გააგრძელებს თუ არა საქართველო დასავლეთისკენ სვლას“.

„ჩვენ ერთობა „დროასთან“ უკვე გვაქვს. მათ შორის, გაცხადებული გვაქვს, რომ არჩევნებზე ერთად გავდივართ. რიგ პარტიებთან გვაქვს გარკვეული ტიპის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა, ძლიერი ცენტრი შეიქმნას. სალომე ზურაბიშვილთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია არასდროს. გვარამიასთან მქონია კომუნიკაცია, მელიას გაცხადებული აქვს, რომ ისინი ჯერ საკუთარი პარტიის შექმნით არიან დაკავებულები. გაერთიანებას ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს. ჩვენ არ გვგონია, რომ 5%-იანი ბარიერი ზოგადად, პრინციპული საკითხი იყოს ამ არჩევნებზე. გვგონია, რომ პრინციპული საკითხია, ეს ქვეყანა, საბოლოოდ, გააგრძელებს თუ არა დასავლეთისკენ სვლას და 2030 წელს, როდესაც, სავარაუდოდ, მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, მოვხვდებით თუ არა იქ. თუნდაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ თუ არა თავისუფალი სამყაროს შიგნით“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, როგორ შეაფასებდა გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, ჯაფარიძემ აღნიშნა: „არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს“.

„ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის. მთელი საბანკო სისტემა ამაზე დგას და შემდეგ მთელი ეკონომიკა“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება მოჰყვა. გამოსახლების შემდეგ, ოჯახის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, რომლებიც ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს