ბენიამინ ნეთანიაჰუ - ორი თვის წინ ჩვენმა ჯარისკაცებმა ღაზაში „ჰამასის“ პარლამენტი დაიკავეს, გამოგონილი პარლამენტი - ჩვენ ბრძოლას ისრაელის სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ

ჩვენ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ სესიაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენი საუკეთესო ვაჟები ისრაელის მიწაზე არიან დაკრძალულნი. ჩვენ სასტიკი მტრის დასამარცხებლად ბრძოლას გავაგრძელებთ და ამით ჩვენი ძლევამოსილი ვაჟების, ძლევამოსილი შვილების სურვილებს ავასრულებთ. მათი ნება არ შეიძლება ამაზე უფრო ნათელი იყოს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქნესეთის დაარსების დღე ისრაელის გამარჯვებას, თავისუფლებას, დემოკრატიასა და პოლიტიკურ სუვერენიტეტს გამოხატავს.

„ორი თვის წინ ჩვენმა მეთაურებმა და ჯარისკაცებმა ღაზაში „ჰამასის“ პარლამენტი დაიკავეს. გამოგონილი პარლამენტი. იქ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არ არსებობს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას „ჰამასს“ ახალი „ნაცისტები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ თავი მოიტყუეს, როცა ჩათვალეს, რომ ისრაელი სუსტი იყო და მასზე თავდასხმა შეეძლოთ.

„იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენს არსებობასა და ჩვენი მომავალი თაობების არსებობას ეხება რაიმე სახის კომპრომისი არასდროს იქნება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს