გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა - „English Language Fellow-ს“ რეგიონული ოფისისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს: კელი ოდუს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მენეჯერს, ჯონ სილვერს - ინგლისური ენის რეგიონალურ ოფიცერს (RELO) ანკარაში, აიკან იამანს - ანკარის რეგიონალური ოფისის ასისტენტსა და ლარა ნილს - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროგრამის მენეჯერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, დელეგაციას აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე ახლდა.
სამუშაო შეხვედრაზე სტუმრები უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასა და ამერიკის საელჩოს დახმარებით განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. ისაუბრეს პროგრამის „English Language Fellow “ მიმდინარეობისა და გრუნიში ამერიკელი ენის ექსპერტის მაიკ მენსფილდის საქმიანობის შესახებ. გრუნიში მეორე წელია გრძელდება აღნიშნული პროექტი და მისი დახმარებით უნივერსიტეტმა შეძლო პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება. პროექტში სტუდენტებთან ერთად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებიც არიან ჩართული. თებერვლიდან პროექტი აკადემიური პერსონალისა და სკოლის პედაგოგებისათვის გაგრძელდება.
აშშ-ის საელჩომ გრუნის ოფიციალურად დაუდასტურა, რომ 2024-2025 აკადემიურ წელსაც ისევ მიამაგრებს ინგლისური ენის ექსპერტს, რომელიც პროგრამის - ფარგლებში იმუშავებს უნივერსიტეტში. „English Language Fellow“ მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით, რომლებიც უახლესი მეთოდოლოგიით შეასწავლიან ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში.
ამასთანავე, ინგლისური ენის რეგიონალურმა ოფიცერმა, ჯონ სილვერმა უნივერსიტეტს ინგლისური ენის სპეციალისტის პროგრამა და ინგლისური ენის სწავლების უფასო რესურსები შესთავაზა.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გრუნის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, ვიცე-რექტორები - გიორგი მირიანაშვილი, გულიკო გალდავა, ვახტანგ ჭარაია და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი - მერი ლომია, ესწრებოდნენ, განიხილეს სამომავლო თანამაშრომლობის საკითხებიც.
რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის საგანამანათლებლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს და პროგრამის რეგიონალურ ოფისს დახმარებისათვის. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო შემოდგომის სემესტრში ენის ექსპერტის, მაიკ მენსფილდის მოღვაწეობა და იმედი გამოთქვა, რომ მაიკის დახმარებით უნივერსიტეტი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განახორცილებს.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა”, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.