საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თავის კოლეგას, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე გადაწყდა.

„აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და მეგობრობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, აგრეთვე ტურიზმის, ხალხთაშორისი და კულტურული მიმართულებით.

მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე საუდის არაბეთში და აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს