ანონსი  25 იანვარი

25 იანვარს, 11:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობასთან აქციას გამართავენ.

25 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ზამთრის ტურისტული სეზონი და სარესტორნო სფეროში არსებული ვითარება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 იანვარს, 14:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: რუსეთიდან გასული კომპანიებისთვის ქართული ბაზრის შეთავაზება.

მის: საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

25 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას გახსნის: ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და USAID/საქართველოს წარმომადგენელი ლიზა კოვაკი. ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლოს, პროკურატურის, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი.

საკონტაქტო: ქეთევან სულხანიშვილი - 555 45 10 01

25 იანვარს, 19:00 საათზე, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), დანიური ორგანიზაციის - The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერით, მართავს სანდენსის კინოფესტივალის პრიზის მფლობელი დოკუმენტური ფილმის - „ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის“ (ალტერნატიული სახელწოდება: „დურაკოვო- სულელების სოფელი“) ჩვენება-დისკუსიას. დისკუსიას ფილმის რეჟისორი ნინო კირთაძე გაუძღვება.

მის: აბაშიძის ქ.N34, (Terminal Abashidze)

საკონტაქტო: 599437403; 598793155

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში