თბილისის მერია - ნალექის გამო თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გაიწმინდა

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან გაიწმინდა. თბილისისი მერიის ცნობით, შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანში.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, დედაქალაქის სხვა რაიონებშიც უზრუნველყოფს.

გზების გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„მოსული ნალექის გამო რამდენიმე დასახლებაში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ გვქონია. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სადაც საჭიროება მოითხოვს, ყველა გზა იწმინდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე