"ლელო“ მირჩევნია „ნაცმოძრაობას“, მაგრამ „ლელომ“ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გადალახოს საარჩევნო ზღვარი , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.
ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ლელოს“ თავდასხმას პრინციპულად არ პასუხობს.
„როდესაც „ლელო“თავს გვესხმის, პრინციპულად არ ვპასუხობთ, იმიტომ, რომ „ლელო“ გვირჩევნია სხვებს. „ლელოზე“ აქაც არ მინდა ნეგატიურ ასპექტში ვისაუბრო. უბრალოდ, ბოლო პერიოდში, ჩემი დაკვირვებაა, თითქოს „ნაცურ“ ნარატივს ხშირად იყენებენ. მაგალითად, დღეებს უთვლიან ივანიშვილს, რომ რუსეთში გაუშვებენ - „ამდენ დღეში““, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
კითხვაზე, შედარებისთვის, „ლელო“ ურჩევნია, თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, ბუჩუკური პასუხობს, რომ „ლელო“ ურჩევნია.
„რა თქმა უნდა, „ლელო“ მირჩევნია „ნაცმოძრაობას“, მაგრამ „ლელომ“ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გადალახოს საარჩევნო ზღვარი. ჩვენთვის „წითელი ხაზი“ არის „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი, არჩევნების შემდეგ როგორი კონფიგურაცია გვექნება, ამაზე საუბარი დღეს, ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება. ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია უკვე გაცხადებული აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ ხედავს 2024 წლის შემდეგ თანამშრომლობის ნაწილს, კონფიგურაცია როგორ განაწილდება.
„ნაცმოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება, საერთოდ, რა კონფიგურაცია იქნება წარმოუდგენელია და დანარჩენი, ზოგი ამბობს, რომ მე ვარ მესამე ძალა და მიზიდულობის ცენტრიო, იქით ვინ, საით აპირებს წასვლას გაურკვეველია, სრული გაურკვევლობა აქვს ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, ჩვენი პარტიისგან განსხვავებით, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, ამ ხედვას მივყვებით და სხვებისგან განსხვავებით არ შეგვიცვლია“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესები ემთხვევა იმ მიზეზით, რომ მათთან აფილირებული პატარა პარტიები როგორ გაიყვანონ 2024 წლის არჩევნებში.
„ამიტომ, ჩვენი გუნდი არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ სპეკულაციების დასრულებისთვის ვითხოვთ ბარიერის 7%-მდე აწევას, იმიტომ, რომ 7% ჩვენ გვქონია და იყვნენ პარტიები, რომლებსაც გადაულახავთ. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია ჯობია, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, საერთო რას აპირებენ იმიტომ, რომ ჩვენ გარდა ჩამოყალიბებული პოზიცია არავის აქვს. დღეს ჩვენი გუნდის პრინციპული არჩევანია, გარდა იმისა, რომ არ გადაიხედება „ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნების შემდეგ რაიმე ტიპის კონფიგურაცია, დანარჩენზე ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ“ , - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.