ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ერთი დღე ვერ ძლებენ, რომ არ ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სრულ პანიკაში არიან

ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, ეს რა თქმა უნდა, მიუთითებს პანიკურობაზე, რომელიც სუფევს ოპოზიციის რიგებში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

„პრინციპში, ამისთვის აქვთ მათ ძალიან კარგი მიზეზი და საფუძველი. მინდა გავიხსენო, რით დასრულდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. ასევე 2018 წელს მისი დაბრუნება პოლიტიკაში. გახსოვთ, 2011 წელს საკმაოდ მყარად იყო მათი შეხედვით „ნაცმოძრაობა“ და არაფერი ემუქრებოდა მათ პოზიციებს. გაგრძელდებოდა ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და ა.შ. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლიდან ერთი წლის თავზე მოახერხა ის, რაც შეუძლებელი ეგონა აბსოლუტურად ყველას - შეცვალა ავტორიტარული ხელისუფლება ამ ქვეყანაში და დაამკვიდრა აბსოლუტურად სხვა სისტემა. ერთ წელიწადში მან მოახერხა ის, რაც ადამიანებს შეუძლებელი ეგონათ.

2018 წელს, გახსოვთ, იყო სირთულეები, არ მინდა სიღრმეში შევიდე, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ორ წელიწადში, 2020 წელს, ეს დასრულდა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად მოიგო არჩევნები და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩაეშალა გეგმები.

ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ შემდგომ გაძლიერებას და შემდგომ გამყარებას ნიშნავს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ოპოზიციის პანიკა, რაც მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ 30 დეკემბრიდან ერთი დღე ვერ ჩააგდეს. სინამდვილეში, მათ ინტერესებში არ შედის, რომ ყოველდღე ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ ეს შიში ყოველდღიურად გამოხატონ, მაგრამ იმდენად არიან ემოციებს აყოლილი, რომ ერთი დღე ვერ ძლებენ, რომ არ ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სრულ პანიკაში არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის