ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში ვიდრე „ქართული ოცნება“. ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“ , არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში მოხდება ჩვენი ქვეყნის „უკრაინიზაცია“.

„მინდა ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელი და თეორიულად წარმოვიდგინო აპოკალიპტური სცენარი, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან 2021 წელს მოახერხეს მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან თავისი სანქციების დაწესებით, მოხალისეების გაგზავნით, თავიანთი უხეში რიტორიკით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, საუბარი მაქვს მარტო იმაზე, რასაც საჯაროდაც ხედავდა საზოგადოება, კულისებს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. ასეთ შემთხვევაში პირდაპირი შედეგი გვექნებოდა ჩვენი ქვეყნის „უკრაინიზაცია“. იგივე სურათი შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენ თეორიულად 2024 წლის შემდეგაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი